საქართველო სახელისუფლებო კორუფციისაგან თავისუფლებით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

გერმანიის, ესტონეთის, ავსტრალიისა და ჰონგ კონგის შემდეგ, საქართველო სახელისუფლებო კორუფციისაგან თავისუფლებით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში და ევროპის საუკეთესო სამეულში მოხვდა.

2019 წლის 1 ოქტომბერს მსოფლიო ბანკმა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა. სადაც საქართველო „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულში გამწესდა.

კორუფციის კონტროლის შეფასებისას მსოფლიო ბანკი დაეყრდნო 11 სხვადასხვა მაშტაბურ კვლევას და მსოფლიო წამყვანი კვლევითი ცენტრების კვალიფიციურ ექსპერტიზას, რომელთა შორის აღანიშნავია, ორგანიზაცია Transparency International (TI) (საერთაშორისო გამჭვირვალობა) სპეციალური გამოკვლევა.

TI-ს მიერ დაკვეთილი კვლევა აგროვებს მონაცემებს შინამეურნეობებისაგან. ეს არის კორუფციის კომპოზიციური ინდიკატორი, რომელიც დაფუძნებულია მონაცემთა წყაროების სუბდონეების ერთობლიობაზე, რომელიც გამოყენებულია კორუფციის კონტროლის ინდიკატორში. ყოველ წელს ხდება ქულების გენერირება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც გაშუქდნენ წინა წლებში, მაგრამ არა მიმდინარე წელს.

გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფო. კვლევა მოიცავს პერიოდს 1996 წლიდან 2018 წლის ჩათვლით.