ბიზნეს-ცენტრი პიქსელი ბაზარზე ახალი შემოთავაზებებით ბრუნდება

ბიზნეს-ცენტრი პიქსელი ბაზარზე უკვე მე-12 წელია ოპერირებს.

პიქსელი 2007 წელს, ევროპული სტანდარტების დაცვით აშენდა და დღესაც პასუხობს გლობალური ბაზრის მოთხოვნებს. შენობის გეგმარებამ, უსაფრთხოების სისტემამ და სხვა მახასიათებლებმა, პიქსელი არაერთი საერთაშორისო კომპანიის და ევროკავშირის ქვეყნების საელჩოების საოფისე ლოკაციად აქცია. ბიზნეს-ცენტრი დღესაც ინარჩუნებს მაღალი კლასის ტენანტ მიქსი, რაც ბაზარზე მის გამორჩეულ პოზიციონირებას განაპირობებს.

პიქსელის ინვესტორია ლატვიური კომპანია - Pixel Invest Group LLC. მისი ფასადი უნიკალურია და გერმანულ კომპანია GS Fenster-ს ეკუთვნის, საინჟინრო-სამშენებლო მხარეზე კი გერმანულმა და შოტლანდიურმა კომპანიებმა: WPW-მ და TIC Construction Management-მა იმუშავეს.

პიქსელი თბილისის ყველაზე დიდი ბიზნეს-ცენტრია და ჯამურად 33,601კვ.მ-ს მოიცავს. ბიზნეს-ცენტრი ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. შენობა უზრუნველყოფილია საზაფხულო ტერასებით, ორდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომით და 4 ლიფტით, რაც ქართული საოფისე ბაზრისთვის იშვიათი მაჩვენებელია. გარშემო თავმოყრილია მრავალფეროვანი საკვები ობიექტები და ყველა საჭირო დაწესებულება.

სექტემბრიდან პიქსელს ექსკლუზიურად კოლიერსი წარმოადგენს და ვაკეში ოფისის ქირაობით დაინტრესებული კომპანიებისთვის საუკეთესო შეთავაზებების მომზადებაზე მუშაობს. დღეისათვის პიქსელი 30-მდე კომპანიის სამუშაო ადგილია, თუმცა ბიზნეს ცენტრში კვლავაც შესაძლებელია სხვადასხვა ზომის ფართის ქირაობა. აღსანიშნავია ბიზნეს ცენტრის სპეციალური შემოთავაზება - “2000 კვ.მ ერთ სართულზე”, რაც ქალაქის მასშტაბით უნიკალურია. ბაზარზე გამოჩენის დღიდან, პიქსელი ინარჩუნებს დემოკრატიულ ფასებს და დღეისათვის აქ ოფისის ქირაობა $16-დან შეგიძლიათ. დაინტერესებულ მოიჯარეებს საშუალება აქვთ დაიწყონ მოლაპარაკებები დღეს და გადავიდნენ მათთვის სასურველ საოფისე სივრცეში უკვე განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე.

Colliers International Georgia

https://ka.pixels.ge/

+995 32 2 243366

offices@colliers.ge

(R)