საქართველოს სარეზერვო აქტივები შემცირდა. 2019 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, ის 3,602 მლრდ დოლარს შეადგენს.
ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, უცხოური ვალუტის რეზერვები კი სექტემბერში 94 მლნ დოლარით არის შემცირებული. (01.09.2019 - 3,696 მლრდ).
რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, აქ მნიშვნელოვანი ზრდაა, კერძოდ, 2018 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით რეზერვების მოცულობა 3,152 მლრდ დოლარს შეადგენდა, რაც 450 მლნ დოლარით ნაკლებია ამჟამინდელ მონაცემთან შედარებით. სავალუტო რეზერვები კი 456 მლნ დოლარით, 2,950 მლრდ დოლარიდან 3,406 მლრდ დოლარამდე არის გაზრდილი.
ცნობისათვის, გაუფასურებული კურსის შედეგად ინფლაციაზე ზეწოლის გამო, სებ-მა ბოლო პერიოდში სავალუტო აუქციონზე 40 მლნ დოლარი ორჯერ გამოიტანა, საიდანაც პირველად 32 მლნ დოლარი, მეორედ 40 მლნ დოლარი გაყიდა.