წარმატების 3 წლიანი  ისტორია - კომპანია, რომლის საქმიანობამაც საქართველოში საინჟინრო მიმართულება განავითარა

დღეის მდგომარეობით მშენებლობის ზედამხედველობისა და პროექტირების სფეროში არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია ქვეყანაში - სს ინსტიტუტი იგჰ სამი წელია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს. კომპანია საქართველოში გზების ინფრასტრუქტურული პროექტების სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობას აწარმოებს.

ტექნიკური ზედამხედველობა და პროექტირება წარმოადგენს ორ მთავარ მიმართულებას, რომელსაც კომპანია საქართველოში ახორციელებს და იგი ევროპულ ცოდნასა და გამოცდილებას იზიარებს.

სამი წლის განმავლობაში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიამ 436 ობიექტის ზედამხედველობა განახორციელა, საერთო ჯამში დაახლოებით 1.021 მილიარდი ლარის საკონტრაქტო ღირებულებით. კომპანიის ინჟინრებმა ტექნიკური ზედამხედველობა გაუწიეს 291 ობიექტის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, 84 ობიექტის ნაპირსამაგრ სამუშაოებს, 53 ობიექტზე სტიქიის პრევენციის სამუშაოებსა და პერიოდული შეკეთების სამუშაოებს 8 ობიექტზე.

კომპანიის წარმომადგენლებსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შორის რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ინსტიტუტი იგჰ-ს მიერ გაწეული საქმიანობა და მისი მნიშვნელობა საავტომობილო გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიმართულებით. კერძოდ, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ იგჰ-ს საქმიანობის ფარგლებში, გაუმჯობესდა შესრულებული სამუშაოების ხარისხი, გაცილებით უფრო დაცული გახდა უსაფრთხოების წესები და ნორმები სამშენებლო ობიექტებზე. ამასთან, გაუმჯობესდა საშემსრულებლო დოკუმენტაციის წარმოების პრაქტიკა. ყოველივე ზემოაღნიშნულმა კი გამოიწვია, ზოგადად, საავტომობილო გზების მშენებლობის, რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის მიმართულებით საერთო სურათის არსებითი გაუმჯობესება და განვითარება.

კიდევ ერთ მიმართულება, რომელშიც კომპანიის ქართული ფილიალი ოპერირებს, გზების ინფრასტრუქტურის პროექტირებაა. ოთხი მასშტაბური და მაღალი მნიშვნელობის მქონე საპროექტო მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანია ახორციელებს გზების დაპროექტებას საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, მათ შორის ზემო იმერეთი - რაჭის დამაკავშირებელი გზის, ბაღდათი - აბასთუმნის გზის მონაკვეთის, თელავის, ახმეტის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში გამავალი მაღალმთიანი გზების (სნო, ომალო, თუშეთი), ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი გზების ჩათვლით - საერთო სიგრძით, დაახლოებით 395 კმ. საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ზემოთ მითითებულ რეგიონებში მნიშვნელოვანია მათი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კუთხით.

საერთო ჯამში საპროექტო მომსახურების ხელშეკრულებების ფარგლებში 156 კმ გზის მშენებლობა, რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მითითებული სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედვლობას სწორედ კომპანიის ზედამხედველი ინჟინრები ახორციელებენ, რომლებიც უზრუნველყოფენ ევროპული სტანდარტების დაცვას საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მიერ განხორციელებული ყველა პროექტით დასტურდება, რომ ხარისხი კომპანიის მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ეს არის სს ინსტიტუტ იგჰ-ს წარმატებული საქმიანობის მთავარი მიზეზი. მთლიანოაბში, ბოლო წლების განმავლობაში ხორვატული კომპანიის ქართული ფილიალის მიერ განხორციელებული სამშენებო ზედამხედველობისა და საპროექტო სამუშაოები საკმაოდ შთამბეჭდავია და ის განიხილება, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი საინჟინრო კომპანია.

70 წლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე და ევროპის 7 ქვეყანაში წარმოდგენილი ხორვატული საინჟინრო კომპანიის სს ინსტიტუტი იგჰ-ს საქართველოს ფილიალი 2016 წლის სექტემბერში დაარსდა. ამ დროისთვის საქართველოს ფილიალში 130-მდე ადამიანია დასაქმებული.

(R)