ჩინეთმა ერთ თვეში 5,9 ტონა ოქრო იყიდა, დეკემბრიდან სექტემბრის ჩათვლით კი საკუთარი რეზერვები 100 ტონამდე ოქროთი შეავსო. მსოფლიოს მეორე უდიდესმა ეკონომიკამ ოქროს შესყიდვა სწორედ დეკემბერში განაახლა.
ჩინეთის სახალხო ბანკმა სექტემბერში ოქროს ზოდების რაოდენობა 62.45 მილიონ უნციამდე (1 948 მილიონ კილოგრამამდე) გაზარდა. მხოლოდ სექტემბერში 5,9 ტონა ოქრო შეიძინა, 9 თვეში კი 99,8 ტონა.
ჩინეთმა საკუთარი რეზერვების დივერსიფიკაცია დიდი ხნის წინ დაიწყო. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ცენტრალური ბანკების მიერ, განაკვეთის დაბალ დონეზე შენარჩუნებაა. გარდა ამისა, ოქროზე აქცენტის გადატანას, აშშ-ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომიც განაპირობებს.
ჩინეთი ადრე საკუთარი რეზერვების შესახებ ინფორმაციას იშვიათად ავრცელებდა. მაგალითად, 2015 წლის ზაფხულში სახალხო ბანკმა ოქროს რეზერვების 53.3 მილიონ უნციამდე ზრდის შესახებ გამოაცხადა. მანამდე მსგავსი ინფორმაცია 6 წლის განმავლობაში იყო დაფარული. და ამ პერიოდში ოქროს რეზერვები თითქმის 57 პროცენტით გაიზარდა.