საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი სათაო ოფისის პროექტზე ტენდერი დასრულდა. ტენდერში საკუთარი პროექტი 5-მა კომპანიამ წარადგინა, აქედან 4 ქართული, ერთი კი ამერიკული კომპანიაა. ამ დროისთვის დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ტექნიკური დავალების თანახმად, ეროვნული ბანკის ახალი სათაო ოფისის მშენებლობის სავარაუდო ბიუჯეტი 50 მილიონ ლარს შეადგენს. A კლასის ახალი სათაო ოფისის შენობის სამშენებლო ფართი კი დაახლოებით 17 000 მ2-ია. ტექნიკური დავალების თანახმად, მომსახურების გაწევის სავარაუდო ვადაა 38-44 თვე, მათ შორის: პროექტირების ეტაპი - 6 თვე; სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელი კონტრაქტორის შერჩევის (ტენდერი) ეტაპი - 2 თვე; მშენებლობის ეტაპი - სავარაუდოდ 30-36 თვე.
ცნობისთვის, ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკის ოფისი სანაპიროს ქუჩაზე, იუსტიციის სახლის შენობაშია განთავსებული.
1. არტსტუდიოს პროექტი (საქართველო)
2. ქალაქპროექტის პროექტი (საქართველო)
3. ნს სტუდიოს პროექტი (საქართველო)
4. GLMV Architecture Inc (აშშ)
5. დეფანი არქიტექტურას პროექტი (საქართველო)