ColorWay საშემოდგომო აქტივობის სეზონს ხსნის

5 სექტემბერს ColorWay მონაწილეობას იღებს CHS პარტნიორულ კონფერენციაში, რომელიც ჩატარდება უნგრეთში.

ბრენდი ColorWay - ბეჭვდისა და საწმენდი საშუალებების სახარჯი მასალების გაყიდვების ლიდერი აწარმოებს აქტიურ სამარკეტინგო პოლიტიკას, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობს საინფორმაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენებსა და კონფერენციებში.

ასე რომ, 5 სექტემბერს სავაჭრო ნიშანი ColorWay მონაწილეობას იღებს CHS პარტნიორულ კონფერენციაში, რომელიც ჩატარდება უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში. 16-21 სექტემბერს კი სავაჭრო ნიშანი ColorWay მონაწილე გახდება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ფოტო, ვიდეო და ვიზუალური პრეზენტაციების სფეროს მიღწევების ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენისა – Photokina 2014 (გერმანია, კელნი).

აღნიშნულ ღონისძიებებში ColorWay გვევლინება, როგორც ბეჭვდის, ბეჭვდის მოწყობილობების სახარჯი მასალებისა და საწმენდი საშუალებების სფეროში პროფესიული გადაწყვეტილებების მიმწოდებელი. სტენდზე წარმოდგენილი იქნება ჩვენი პროდუქციის ძირითადი ხაზი: მელნის უწყვეტი მიწოდების სისტემა (მუმს), მრავალჯერადი კარტრიჯების კომპლექტი, ფოტოქაღალდი და საწმენდი საშუალებების Standart-სა და Premium სერიის ყველაზე პოპულარული პოზიციები. ჩვენი პროდუქციის დატესტვის საშუალება ყველა მსურველს ეძლევა, რათა დარწმუნდეს ColorWay-ს ქაღალდის, საღებავებისა და საღებავის/მელნის უწყვეტი მიწოდების სისტემის გამოყენებით ბეჭდვის ხარისხში.

ColorWay ასევე მონაწილეობს საქართველოში გამართულ ღონისძიებებში.  „ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ ჩვენი ბრენდის პოპულარიზაციას და მის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, რაც ჩვენს პარტნიორებს ColorWay-ს პროდუქციის გაყიდვების მოცულობის ზრდაში მნიშვნელოვნად ეხმარება. მარკეტინგული აქტივობის რიცხვი ასევე მოიცავს ჩვენი პარტნიორებისთვის გამართულ სემინარებს, ტრენინგებსა და აქციებს“ - აღნიშნა ColorWay-ს ბიზნესის განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორმა ოლეგ კრისტიუკმა.

(R)