„აჭარა ჯგუფი“ აბასთუმანში ახალი სასტუმროს განვითარებას „რუმსის“ ბრენდის ქვეშ გეგმავს. ამ პროექტის განვითარებისთვის კი 10 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ აჭარა ჯგუფიდან აცნობეს.
როგორც კომპანიაში ამბობენ, “აჭარა ჯგუფმა” კურორტ აბასთუმანში ყოფილი სანატორიუმის შენობა უკვე შეიძინა. წელიწადნახევარში კი ამ შენობის რეკონსტრუქციის შედეგად სასტუმრო “რუმს აბასთუმანს” გახსნის.
ცნობისთის, კომპანიამ პირველი სასტუმრო “რუმსი” 2012 წელს ყაზბეგში გახსნა. 2014 წელს კი პროექტის საერთაშორისო აღიარებამ ხელი შეუწყო თბილისში იმავე ბრენდის სასტუმროს შექმნას. მიმდინარე წლის ზამთრის სეზონამდე კი ახალი ski-in ski-out კონცეფციის სასტუმრო „რუმს კოხტაც” გაიხსნება. 2020 წლისთვის კი “აჭარა ჯგუფი” ბათუმში XIX საუკუნის შენობაში “რუმს ბათუმს” გახნის.
“აჭარა ჯგუფი” წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, რომელიც ასევე აგრობიზნესის სფეროს განვითარებასა და ცხოვრების კულტურის გაუმჯობესებას ემსახურება. კომპანიამ საერთაშორისო აღიარება ისეთი თანამედროვე ქართული ბრენდების შექმნით მოიპოვა, როგორებიცაა - “რუმსი”, “სტამბა“ და “ფაბრიკა”.
ავტორი: ალექსანდრა ისპირიანი