სომხეთის პრემიერმა და რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელმა თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის რკინიგზის (РЖД) ხელმძღვანელმა ოლეგ ბელოზეროვმა ერევანში გამართული შეხვედრისას თანამშრომლობის განვითარების გზებზე ისაუბრეს.ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერის პრეს-სამსახური ავრცელებს.

„მხარეებმა განიხილეს მიმდინარე საკითხები და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები. კერძოდ, წამოწეულ იქნა ინვესტიციების გაზრდის თემა და კონკრეტული პროექტების განხორციელების საკითხი. ფაშინიანმა და ბელოზერვმა გაცვალეს აზრები საზღვაო გადაზიდვების შესაძლებლობაზე შავი ზღვით რუსეთისკენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ერევანში 2008 წლის 13 თებერვალს РЖД -სა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ქვეყნის რკინიგზის სატრანსპორტო სისტემის გადაცემაზე „სამხრეთ კავსკასიის რკინიგზისთვის“ (ЮКЖД). შეთანხმების მიხედვით, მართვის ხანგრძლივობა 30 წელია და მხარეების შეთანხმების საფუძველზე ითვალისწინებს მის გახანგრძლივებას დამატებით 20 წლით.

კოკა კვირკველია