Adidas-მა ტანსაცმლის ინკლუზიური ხაზი გამოუშვა

კომპანია Adidas-ი ინკლუზიურ ბრენდთან Universal Standard-თან გაერთიანდა, რათა შეექმნათ ერთიანი კოლექცია. ამ ხაზის ნაწარმი უკვე იყიდება კომპანიის მაღაზიებში.

ინკლუზიურ კოლექციაში შევიდა სპორტული ტანსაცმელი - ტოპები, მაისურები, ლეგინსები და შორტები, რომელთა ზომები იწყება XXS-დან და აღწევს 4XL-ს. კომპანიამ გაითვალისწინა, რომ ჭარბწონიან ქალებს ხშირად უჭირთ სავარჯიშოდ საჭირო ტანსაცმლის შეძენა.

Adidas-ის განვითარების ვიცე-პრეზიდენტის ელისონ სტიუარტის განცხადებით, ეს კოლაბორაცია გახდა პირველი ნაბიჯი ბრენდის დიდი ინკლუზიური გეგმებისკენ. უახლოეს მომავალში კომპანია გეგმავს ზომების გაზრდას მის ყველა კატეგორიაში.

კოკა კვირკველია