ბრიტანეთის ეკონომიკა 2,5-3%-ით არის შემცირებული და მან 60 მილიარდი გირვანქა დაკარგა იმის გამო, რომ ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის ევროკავშირიდან გაყვანის რეალიზება მოახდინოს. ამის შესახებ ფისკალური კვლევების ინსტიტუტის (IFS) კვლევაშია ნათქვამი, რომელსაც შოტლანდიის ეროვნული პარტია აქვეყნებს.
კვლევის პროგნოზის თანახმად, ხელისუფლების გეგმა განახორციელონ „ბრექსიტი“ ევროკავშირთან თანამშრომლობაზე შეთანხმების გარეშე, მიიყვანს ქვეყანას იმ მდგომარეობამდე, რომ მისი ეროვნული ვალი გაიზრდება 50-წლიან მაქსიმუმამდე და მიაღწევს 100 მილიარდ გირვანქას.
კვლევის ერთ-ერთი ავტორი კრისტიან შულცი აცხადებს, რომ „ბრექსიტთან“ დაკავშირებით ბრიტანეთში ინვესტიციები შემცირდა 20%-ით.