იტალიელმა პოლიტიკოსებმა მხარი დაუჭირეს რადიკალურ ცვლილებებს პარლამენტში, რომელიც იმას გულისხმობს, რომ მათი მესამედი სამსახურს დაკარგავს. რეფორმის მიხედვით, რომელიც ქვედა პალატამ ერთხმად დაამტკიცა, პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობა 945-იდან 600-მდე მცირდება. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
იტალიის პრემიერ-მინისტრი, გადაწყვეტილებას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს „იტალიისთვის ისტორიული დღეა“.
გავრცელებული ინფორმაციით, შემცირება დღიურად 300 000 ევროს დაზოგავს.
ცნობისთვის, იტალიის მთლიანი დავალიანება მისი მშპ-ს დაახლოებით 130%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებს შორის, სესხის უფრო მაღალი ტვირთი მხოლოდ საბერძნეთს აქვს.