Apple-მა macOS Catalina გამოუშვა

ამერიკულმა კომპანიამ Apple-მ ახალი ოპერატიული სისტემა macOS Catalina გამოუშვა, რომელიც პერსონალური კომპიუტერებისთვის და სერვერებისთვის არის გათვალისწინებული.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ახალი სისტემის შედეგად მომხმარებლებს აქვს წვდომა სერვისზე Apple Arcade, სადაც ატვირთულია ახალი კომპიუტერული თამაშები. გარდა ამისა, კომპიუტერული პროგრამა შეიცავს განახლებულ ვერსიებს პროგრამებისა Apple Music, Apple Podcast და Apple TV.

ახალი ფუნქცია Sidecar-ი კი იძლევა საშუალებას, გამოიყენოთ iPad დამატებით დისპლეად ან ინფორმაციის შესაყვანად Apple Pencil-ის გამოყენებით. ფუნქცია Voice Control, უზრუნველყოფს ხმოვანი ბრძანებების შესრულებას, ახალი ფუნქცია Mac Catalyst კი ახალი პროგრამების შექმნას აიოლებს, ხოლო ფუნქცია Screen Time პირველად უჩვენებს მოხმარებელს, თუ რა დროს ხარჯავენ ისინი მოწყობილობებთან სხვადასხვა პროგრამებზე მუშაობის თუ საიტებზე ვიზიტის დროს.

კოკა კვირკველია