"პირველ დღეს, ჩვენ გვყავდა A კატეგორიაში დარეგისტრირებული დაახლოებით 2 000-მდე ტაქსის მძღოლი, დღეს უკვე შემიძლია გითხრათ, რომ არის 6 500", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტაქსების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.
დედაქალაქის მერმა ასევე ისაუბრა ტაქსების ფასებთან დაკავშირებით და მას "პირველი დღის ეფექტი" უწოდა.
„ტაქსების ფასებთან დაკავშირებით, ეს იყო პირველი დღის ეფექტები, სამწუხაროდ. პირველ დღეს ჩვენ გვყავდა A კატეგორიაში დარეგისტრირებული დაახლოებით 2 000-მდე ტაქსის მძღოლი, დღეს უკვე შემიძლია გითხრათ, რომ არის 6 500. არის იმის ტენდენცია, რომ გაიზარდოს კიდევ, რადგან რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს. ეს არის პროცესი, რომელიც შეუძლებელია შეაფასო ერთ-ორ დღეში. ამას სჭირდება დრო და მე დარწმუნებული ვარ, თბილისის მოსახლეობა იქნება კმაყოფილი", - განაცხადა კალაძემ.