სადახლოზე არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

მებაჟეებმა სადახლოზე არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, "სადახლო საავტომობილოს" საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე სომხეთიდან სომხეთის მოქალაქე მ.ს. შემოვიდა, რომლის ხელბარგის საბაჟო პროცედურებით გათვალისწინებული დათვალიერებისას, მებაჟე ოფიცერმა არადეკლარირებელი ოქროს ნაკეთობები, კერძოდ: 22 ბეჭედი, 8 კულონი, 3 ჯვარი, 6 ყელსაბამი, საერთო წონით - 120 გრამი აღმოაჩინა.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მგზავრი დაჯარიმდა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5060 ლარის ოდენობით.