ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მარტ ჰელმეს განცხადებით, ესტონეთი თავშესაფრის მაძიებლებს აღარ მიიღებს, რადგანაც ქვეყანას უკრაინელი ემიგრანტებისგან უკვე საკმაოდ ბევრი პრობლემა შეექმნა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს, ლუქსემბურგში, ჰელმემ განაცხადა, რომ ესტონეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან დიდი მიგრაციის წნეხის ქვეშაა.
„ჩვენთან თავშესაფრის მაძიებლები ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან კი არ მოდიან, არამედ უკრაინიდან. მეორე ადგილზე საქართველოა, შემდეგ მოლდოვა. ავღანეთი მხოლოდ მეოთხე ადგილზეა“, - აცხადებს მინისტრი.
მისივე თქმით, უკრაინელები რუსულად მოსაუბრე საზოგადოებაში ახდენენ ინტეგრაციას, რაც ქვეყნისთვის კულტურული და დემოგრაფიული პრობლემის მატარებელია.
„ჩვენ ამ პოზიციაზე ვართ. სანამ ჩვენი პარტია მთავრობაში იქნება წარმოდგენილი, ესტონეთი ემიგრანტებს აღარ მიიღებს,“ - განაცხადა ჰელმიმ.