Google-მა ქალაქებში ემისიების საზომი ფუნქცია დანერგა

კომპანიამ Google-მა მის აპლიკაციაში Google Maps-ში დანერგა ახალი ფუნქცია, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, იხილოს თუ რა დონეზეა ქალაქში ემისიების მაჩვენებელი.

ახალი ფუნქცია ამ ეტაპზე ამერიკასა და ევროპის მხოლოდ რამდენიმე ქალაქშია ხელმისაწვდომი.

ის ეყრდნობა საჯარო ინფორმაციას, რომელიც ქალაქებს ოფიციალურად აქვთ გავრცელებული. აპლიკაციის ფუნქცია მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას ემისიების 4 კატეგორიაზე. ესენია: სამშენებლო, სატრანსპორტო ემისიები, ძირითადი ემისიები და მზის პოტენციალი. ამასთან, მომხმარებელს უჩვენებს თუ რამდენად შეიძლება შეიცვალოს მათ ქალაქებში ემისიების დონე, მეტი ველობილიკისა და მზის პანელის მოწყობის შემთხვევაში.

ამ ეტაპზე ამერიკის ქალაქების გარდა ფუნქცია დიდი ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქზე მუშაობს, ესენია: ბირმინჰემი, მანჩესტერი, ვულვერჰემპტონი და კოვენტრი, ასევე დუბლინსა და კოპენჰაგენში. კომპანია მომდევნო კვირების განმავლობაში, სხვა ქალაქების შესახებაც გეგმავს ინფორმაციის დამატებას.

კოკა კვირკველია