სადაც ადვილად შეიძლება ბარიერის მოხსნა, ეს უნდა იყოს მოხსნილი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, რაც უფრო სწრაფად აღდგება, მით უკეთესი იქნება საქართველოსთვის, რუსეთისთვის და იმ ურთიერთობებისთვის, რომელიც არსებობს ხალხთა შორის.
„რადგანაც მე ეს პოზიცია დავაფიქსირე ნიუ-იორკში შეხვედრის დროს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, ივნისის შემდეგ განვითარებულ პერიოდში რუსეთის არც ერთი მოქალაქის მიმართ არ ყოფილა არც ძალადობის და არც შეურაცხყოფის არანაირი ფაქტი. ამიტომ ვფიქრობ, რომ უნდა აღდგეს, რადგანაც ხალხთა შორის ურთიერთობა, განვითარება ჰუმანიტარული ურთიერთობების, ტურიზმის განვითარება, ეს არის ორმხრივად ხელსაყრელი. ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა იყოს ბარიერი ურთიერთობებში და სადაც ადვილად შეიძლება ამ ბარიერის მოხსნა, ეს უნდა იყოს მოხსნილი", - განაცხადა ზალკალიანმა.