"ბადაგონის" დირექტორი - ცრუ ინფორმაციაა, თითქოს რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის კომპანიები არ შეუშვეს

ცრუ ინფორმაციაა, თითქოს რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის კომპანიები არ შეუშვეს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანია "ბადაგონის" დირექტორმა მარიამ გიორგაძემ, პრემიერ-მინისტრთან მევენახეობა-მეღვინეობის სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ კომპანია აქტიურად ოპერირებს, როგორც ამერიკულ, ისე ჩინურ და ევროპულ ბაზარზე, რუსული ბაზარი მაინც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ღვინის ბიზნესის განვითარებაში.

"პრობლემა არ შეგვქმნია. დღესაც მიმდინარეობს გადატვირთვები. რა თქმა უნდა, რუსეთის ბაზარი მნიშვნელოვანია "ბადაგონისთვის" ისევე, როგორც ყველა სხვა კომპანიისთვის. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სხვა ბაზარი," - განაცხადა მარიამ გიორგაძემ.