12 და 14 ოქტომბერს “საქართველოს რკინიგზა“ მატარებლებს ამატებს

გაზრდილი მგზავრთა ნაკადის მომსახურების მიზნით, 12 ოქტომბერს თბილისიდან და 14 ოქტომბერს ბათუმიდან „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

თბილისი - ბათუმი - თბილისი №852/851

12.10.2019.

თბილისი: გასვლა-8:50; ბათუმი: ჩასვლა-14:31

14.10.2019.

ბათუმი: გასვლა-19:15; თბილისი: ჩასვლა-0:40

შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.