ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის გ.დ.-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი - ,,მეტადონი“ (72 გრამი) გამოავლინეს.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა.