16-17 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე, ღამის საათებში შეზღუდვები დაწესდება

16-17 ოქტომბერს, ღამის საათებში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე შეზღუდვები დაწესდება. ამის შესახებ ინფორამციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საავტომობილო გზის 196-ე კმ-ზე (ე.წ. „ფეროს რელსებთან“), შპს „ბორანის“ მიერ დაგეგმილია დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოების წარმოება, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 16 და 17 ოქტომბერს, 20:00 საათიდან 04:00 საათამდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება ზესტაფონის გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება,”-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.