ჩინურ-ამერიკულ სავაჭრო მოლაპარაკებების ორდღიანი შეხვედრების პირველმა დღემ კარგად ჩაიარა.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს.
„ჩვენ ახლახანს დავასრულეთ შეხვედრების პირველი დღე ჩინეთთან. ის ძალიან კარგად დასრულდა. იქნება კიდევ ერთი ხვალ. მე შევხვდები ვიცე პრემიერ ლუ ხეს თეთრ სახლში და ვფიქრობ, ყველაფერი მართლა კარგად იქნება. ჩვენ კარგ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ჩინეთთან“ - განუცხადა მან ჟურნალისტებს მინესოტაში გაფრენამდე.
აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებები ვაშინგტონში ხუთშაბათს დაიწყო და დღეს დასრულდება. პირველი დღისთვის ჩინეთის ვიცე-პრემიერმა ამერიკელ სტივენ მნუჩინთან და რობერტ ლეიტჰაზიერთან კონსულტაციები უკვე დაასრულა.
როგორც ცნობილია, აშშ და ჩინეთი უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებენ სავაჭრო მოლაპარაკებებს, თუმცა, ამ დრომდე უშედეგოდ.