Apple-მა შესაძლოა 2020 წელს iPhone-ებისთვის AR-სათვალეები გამოუშვას

ტექნოლოგიური კომპანია Apple მასობრივი წარმოების დამატებითი რეალობის სათვალეების გამოცემას გეგმავს.

იგეგმება მისი როგორც აქსესუარის გამოცემა ახალ სმარტფონებთან.

როგორც Mediapost-ი წერს, კორპორაციის მსგავს ნაბიჯს პროგნოზირებს TFI Securities-ის ანალიტიკოსი მინგ ჩი კუო, რომელიც აქამდე Apple-ის სიახლეებზე ზუსტ პროგნოზებს აკეთებდა.

გამოცემა აზუსტებს, რომ სათვალეები ზომაში იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე მისი ანალოგები ბაზარზე, ვინაიდან გაჯეტი მასიური მოხმარებისთვის იქნება გათვლილი. წინასწარი ვარაუდით, ისინი 2020 წლიდან გამოჩნდება.

როგორც Mediarumors-ი წერს, ეს არ იქნება ერთადერთი დაგეგმილი სიახლე Apple-ისგან დამატებითი რეალობის სფეროში. კომპანია აპირებს გამოსცეს ახალი პლანშეტი iPad Pro 3D-სენსორით და AR-ის გაუმჯობესებული მხარდაჭერით. სხვა პროგნოზებს შორის სახელდება ახალი ნოუთბუქი MacBook განსხვავებული კლავიატურით, რომელიც 2020 წელს უნდა გამოვიდეს.

კოკა კვირკველია