როგორ გამოიყურება სახლი თბილისში, რომელიც 10 მლნ-ზე მეტი ღირს

თბილისში, დიღომში იყიდება კერძო სახლი, რომლის ღირებულებაც 10 399 900 ლარია (3 500 000 დოლარი).

როგორც SS.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის საერთო ფართობი 700 კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი - 4536 კვ.მ.

სახლს ჯამში 17 ოთახი აქვს, აქედან 6-საძინებელია.

ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშული, სახლი ახალაშენებული და გარემონტებულია. აქვს როგორც შიდა, ისე გარე სამზარეულო, ასევე, აუზი და ჩანჩქერი.

რაც შეეხება ეზოს, როგორც SS.ge-ზეა აღნიშული, გაშენებულია ვაზი და სხვადასხვა სახის დეკორატიული მცენარე.

ნინი ქეთელაური
ქონება, რომელიც 8 თვეში აუქციონის წესით გაიყიდა
5 საშუალება, რომელიც შესაფერისი ბინის უკეთ შერჩევაში გვეხმარება
უძრავი ქონების გაძვირება და გაყიდვების შემცირება -  რა პროგნოზები აქვთ დეველოპერებს 2019 წლისთვის