"კომპანიამ ყველა ვალდებულება პირნათლად შეასრულა იმ რთულ პირობებში, რაშიც სახელმწიფომ ჩააყენა არა მარტო ანაკლიის კონსორციუმი, არამედ მე და პარტნიორები"

"კომპანიამ ყველა ვალდებულება პირნათლად შეასრულა იმ რთულ პირობებში, რა პირობებშიც სახელმწიფომ ჩააყენა არა მარტო ანაკლიის კონსორციუმი, არამედ პიროვნულად მე და ის პარტნიორები, ვინც დაიწყო ეს პროექტი", - ამის შესახებ "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძემ უპასუხა კითხვაზე ანაკლიის კონსორციუმის შესახებ, რომელსაც 15 ოქტომბერს ვადა ეწურება, რათა მთავრობას ინვესტორ ბანკებთან თანხების გამოყოფის თაობაზე შეთანხება წარუდგინოს.

"კომპანიამ ხელისუფლებას წარუდგინა ორი ინვესტორი, მეტ დეტალზე მე კომენტარს არ გავაკეთებ, დაველოდოთ რამდენიმე დღეს და ყველაფერი ნათელი იქნება. ჩვენ ჩვენი ვალდებულება, კომპანიამ შეასრულა პირნათლად იმ რთულ პირობებში, რა პირობებშიც სახელმწიფომ ჩააყენა არა მარტო კონსორციუმი, არამედ პიროვნულად მე და ის პარტნიორები, ვინც დაიწყო ეს პროექტი. მეტ კომენტარს ალბათ, მომავალში გავაკეთებთ. ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება შესრულებულია", - აღნიშნა ხაზარაძემ.