World Economic Forum(WEF)-ის მიერ გამოქვეყნებულ უახლეს რეიტინგში, რომელიც ქვეყნების კონკურენტუნარიანობას ეხება, საქართველომ 74-ე პოზიცია დაიკავა. საქართველოს მდგომარეობა ამ რეიტინგში 2018 წლის რეიტინგთან შედარებით, 8 საფეხურით არის დაქვეითებული და 60,6 ქულით ფასდება.
უფრო კონკრეტულად, ინსტიტუციებით საქართველო 43-ე ადგილს იკავებს, ინფრასტრუქტურით 73-ე ადგილს, მაკროეკონომიკური სტაბილურობით 47-ეს, ჯანმრთელობის თვალსაზრისით 87, უნარების კუთხით 46-ეს, პროდუქტის ბაზრით 48-ს, დასაქმების ბაზრით 37-ეს, ფინანსური სისტემით 91-ეს, ბაზრის ზომით 104-ეს, ბიზნესის დინამიზმით 58-ეს, ხოლო ინოვაციების შესაძლებლობით 91-ეს.
Global Competitiveness Report ასე ჰქვია კვლევას, რომლის მიხედვითაც WEF მსოფლიოს 141 ქვეყანას 103 სხვადასხვა ინდიკატორით აფასებს. ეს 103 ინდიკატორი კი 12 კატეგორიაშია გაერთიანებული, რომელთა შორისაა ისეთი სფეროები, როგორიცაა: ინსტიტუციები, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ჯანმრთელობა.