სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ „სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 11 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, ქალაქ მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება. კერძოდ: 11 ოქტომბერს, მოძრაობა აიკრძალება სამხედროს ქუჩაზე; 13 ოქტომბერს, 21:00 საათიდან დაიკეტება დავით აღმაშენებლის ქუჩა; 14 ოქტომბერს მოძრაობა აიკრძალება მერაბ კოსტავას, მირიან მეფის და მიხეილ მამულაშვილის ქუჩებზე. მცხეთის შემოსასვლელიდან ავტოტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალური საშვებით.
მოძრაობა 15 ოქტომბერს, დღესასწაულის დასრულებისთანავე სრულად აღდგება“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.