ბრიტანეთში  18 კარატიანი ოქროს საბანკო ბარათი გამოუშვეს

დიდი ბრიტანეთის სამეფო მონეტარულმა კარმა (Royal Mint) წარმოადგინა პირველი 18 კარატიანი ოქროს საბანკო ბარათი.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სუფთა ოქროსგან დამზადებული ბარათი განკუთვნილია პირებისთვის, რომლებიც ფუფუნების საგნებს აფასებენ.

გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, ამ ბარათის მფლობელი ყველა მსურველს შეუძლია გახდეს, ვინც მზადაა მასში 18,75 ათასი გირვანქა სტერლინგი (23 ათასი დოლარი) გადაიხადოს. ინდივიდუალური დიზაინისთის კი დამატებით მოგიწევთ თანხის დამატება.

ბარათზე მფლობელის სახელი ამოგრავირებული იქნება. ამასთან, მის მფლობელს არ მოეჭრება საკომისიო მიმდინარე ოპერაციების, ასევე ვალუტის გადაცვლის დროს. შეღავათების პაკეტში ასევე შედის კონსიერჟის მომსახურება მოგზაურობის დროს.

კოკა კვირკველია