თბილისის აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტის მმართველი კომპანია "ტავ ჯორჯია" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უამინდობამ გუშინ ორი რეისის შეფერხება გამოიწვია. კერძოდ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაეშვნენ კომპანია "ფლაი ვისტასა" და უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავები, რომლებიც კიევიდან მოფრინავდნენ. ერთი მათგანი - ბათუმში, მეორე კი, აზერბაიჯანში დაჯდა.

"ტავ ჯორჯიას" ინფორმაციით, შეფერხება გუშინ ღამესვე მოგვარდა და თბილისის აეროპორტი ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.