სახლი თბილისში, რომელიც 9 მლნ-მდე ღირს (+ფოტო)

თბილისში, დიღომში იყიდება სახლი, რომელიც 8 914 200 ლარი (3 000 000 დოლარი) ღირს.

როგორც SS.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის საერთო ფართობი 900 კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი - 2000 კვ.მ.

ამასთან, სახლი ახალაშენებული და გარემონტებულია. აქვს 14 ოთახი, აქედან 7 საძინებელია.

განცხადების მიხედვით, ვიტრაჟული სახლის აქტივის ინტერიერზე იმუშავეს ქვეყნის წამყვანმა დიზაინერებმა. აქვს სავარჯიშო სატრენაჟორო და გასართობი დარბაზები. ასევე, ვერანდები, ავტოფარეხი 3 ავტომობილზე, საცურაო აუზი, დაცვის ოთახი და მომსახურე პორსონალისთვის განკუთვნილი სივრცე.

ნინი ქეთელაური