"რედკოს" პროექტების მენეჯერი სამშენებლო სექტორში არსებულ პრობლემებზე საუბრობს

სამშენებლო კომპანია "რედკოს" პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაური სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და ძირითად პრობლემად გადაწყვეტილებების მიღების დროულობასა და საკანონმდებლო რეგულაციებს ასახელებს.

როგორც მან პრემიერ-მინისტრთან სამშენებლო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, უხერხული არაა, რომ რეგულაციები, რომლებსაც უარყოფითი ეფექტი აქვთ, გაუქმდეს.

"პრობელმებია გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით. გადაწყვეტილებების დროული მიღებაა მნიშვნელოვანი და საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც შეიძლება ბევრი მიმართულებით ქმნიდეს პრობლემებს და კარგი იქნება თუ ერთობლივად მივიღებთ ხოლმე ამ გადაწყვეტილებებს და იმ გადაწყვეტილებებმა, რომლებმაც პრობლემები გამოიწვია, შემდეგ უკან დავაბრუნოთ, ეს სრულიად არაა უხერხული. საბანკო რეგულაციების საკითხი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ერთი პერიოდი ვაკუუმური სიტუაცია შექმნა გაყიდვების თვალსაზრისით. დღესდღეობით ეს საკითხი მეტ-ნაკლებად დარეგულირდა, თუმცა ბოლომდე არაა დღის წესრიგიდან მოხსნილი. ამასთან, ცხადია, რომ სწორი მშენებლობის სტანდარტთან და უსაფრთხოების ნორმებთან პრეტენზია არავის აქვს, თუმცა, ის საკითხები, რომლებმაც პრობლემები გამოიწვია დროისა და გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით, ეფექტურად უნდა გადაიჭრას," - განაცხადა კუნელაურმა.