დღეისათვის პოპულარობის გასაზრდელად და საკუთარი პროდუქციის უკეთ გაყიდვის მიზნით კომპანიები ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავენ. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2018 წელს უდიდესმა კომპანიებმა საერთო ჯამში 163 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს, რაც გასული წლის მონაცემებს ბევრად აღემატება.
სასტისტიკური მონაცემების მიხედვით 2018 წელს 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი 45-მა კომპანიამ დახარჯა. Business Insider-ი წარმოგიგენთ 10 კომპანიას, რომელმაც რეკლამებისათვის ყველაზე მეტი დახარჯა.
10. Verizon Communications - 2.63 მილიარდი აშშ დოლარი
აშშ-ის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატელეკომუნიკაციო კომპაია Verizon Communications-მა გასულ წელს რეკლამებში 2.63 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა.
9. American Express Co - 2.8 მილიარდი აშშ დოლარი
ამერიკულმა საკრედიტო კომპანია American Express-მა რეკლამებში 2018 წელს 2.8 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა, რაც მსგავი კომპანიების დანახარჯებს მნიშვნელოვნად აღემატება.
8. Alphabet – 2.96 მილიარდი აშშ დოლარი
Google-ის შვილობილმა კომპანია Alphabet რეკლამებში 2.96 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა, რაც წინა წლის დანახარჯს 23%-ით აღემატება.
7. Charter Communications- 3.04 მილიარდი აშშ დოლარი
ამერიკული მასმედიისა და სატელეკომუნიკაციო კომპანია Charter Communications-მა რეკლამებში გასულ წელს 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დახარჯა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში კომპანიის მოგება ინტერნეტმომხმარებლების მეშვეობით განსაკუთრებით გაიზარდა.
6. Walt Disney Co- 3.13 მილიარდი აშშ დოლარი
ბოლო ათწლეულის განმავლობაში Walt Disney-ის ისეთი ცნობილი და მსხვილი კომპანიები შეისყიდა, როგორიცაა 21st Century Fox, Pixar და Marvel. დღესდღეობით Walt Disney Co 128 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული.
5. General Motors Co- 3.14 მილიარდი აშშ დოლარი
General Motors დღეს ავტომობილების მწარმოებელ რამდენიმე კომპანიას, მათ შორის, Cadillac, GMC, და Opel-ს აერთიანებს. გასულ წელს კომპანიამ რეკლამებში $3.14 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა.
4. Procter & Gamble Co- 4.3 მილიარდი აშშ დოლარი
კომპანია Procter & Gamble სახლის მოვლისა და ჰიგიენის ათობით პროდუქტს აწარმოებს. ის ისეთ ცნობილ ბრენდებს მოიცავს, როგორიცაა Tide, Febreze, Downy, Gain, Bounty და Charmin. აღსანიშნავია, რომ დღეს ამერიკელების 53% ყოველდღიურად მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას მოიხმარს.
3. Amazon- 4.47 მილიარდი აშშ დოლარი
კომპანია Amazon-ის განცხადებების დიდი ნაწილი ინტერნეტშია განთავსებული. გასულ წელს მან 1.3 მილიარდი აშშ დოლარი მხოლოდ ინტერნეტრეკლამებში დახარჯა.
2. AT&T- 5.36 მილიარდი აშშ დოლარი
ამერიკულმა ტელეკომუნიკაციების კომპანია AT&T-მა გასულ წელს რეკლამებში 5.36 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა, რითაც სიის მე-2 ადგილი დაიკავა. კომპანია ისეთ ცნობილ ტელევიზიებს აერთიანებს, როგორიცაა WarnerMedia, HBO და Warner Bros.
1. Comcast Corp - 6.12 მილიარდი აშშ დოლარი
სიის პირველი ადგილი კიდევ ერთმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ Comcast Corp-მა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მთლიანი ბიუჯეტი 192 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. Comcast Corp ისეთ ცნობილ კომპანიებს ფლობს, როგორიცაა, Universal Pictures, NBC, Sky, Fandango და Telemundo.