2020 წლის საუკეთესო კრუიზები მსოფლიოს გარშემო

დედამიწის გარშემო გემით პირველი მოგზაურობა 1522 წელს პორტუგალიელი მოგზაურის ფერნამდო მაგელანის ეკიპაჟმა განახორციელა. მას შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით საზღვაო სტრანპორტო საშუალებით მოგზაურობა ინტენსიური გახდა.

დღეს ადამიანები არამხოლოდ სავაჭროდ ან ტვირთის გადასატანად გადაადგილდებიან გემებით, არამედ სამოგზაუროდაც. ბოლო წლების სტატისტიკამ აჩვენა, რომ კრუიზი სულ უფრო პოპულარული ხდება და შესაბამისად, გაიზარდა საკრუიზო გემებისა და პროგრამების რიცხვი, რომლებიც სტუმრებს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში დაუვიწყარ მოგზაურობას სთავაზობენ.

აღსანიშნავია, რომ მოგზაურობის განმავლობაში ისინი მსოფლიოს ათობით ქვეყანას გაივლიან და მათ პორტებში გარკვეული პერიოდით გაჩერდებიან.

წარმოგიდგენთ მათ შორის ყველაზე გამორჩეულებს:

Cunard - კომპანია Cunard-მა პირველი საკრუიზო მოგზაურობა 1992 წელს შეასრულა. დღეისათვის ის ტურისტებს მსოფლიოს 4 კონტინენტზე 38 სხვადასხვა ტურს სთავაზობს. მათ შორის, ყველაზე გამორჩეული კრუიზი Queen Mary 2-ია

ხანგრძლივობა: 99 დღე (15 ქვეყანა)

თარიღები: 2020 წლის 10 იავარი-8 აპრილი

ღირებულება: 14 800 აშშ დოლარი

მიმართულება: ნიუ-იურკი- ლონდონი

Crystal Cruises

„2020 წლის მსოფლიო კრუიზი“

ხანგრძლივობა: 105 დღე (18 ქვეყანა)

თარიღები: 2020 წლის 6 იავარი-21 აპრილი

ღირებულება: 194 000 აშშ დოლარი

მიმართულება: მაიამი-რომი

Silversea

„მსოფლიოს საუკეთესო ტური“

ხანგრძლივობა: 150 დღე (23 ქვეყანა)

თარიღები: 2020 წლის 7 იავარი-6 ივნისი

ღირებულება: 61 700 აშშ დოლარი

მიმართულება: ფლორიდა-ნიუ-იორკი

„მსოფლიოს ამოუცნობი ტური“

ხანგრძლივობა: 176 დღე (30 ქვეყანა)

თარიღები: 2020 წლის 30 იავარი-16 ივლისი

ღირებულება: 93 000 აშშ დოლარი

მიმართულება: უშუაია, არგენტინა-ტრომსო, ნორვეგია

ბექა ბერიაშვილი