1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9701 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9701 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9714 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0013 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2778 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2766 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0012 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.