ჯანდაცვის სამინისტრო „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

ჯანდაცვის სამინისტრო „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

უწყების განმარტებით, „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ კვლევის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, 2018 წლის მონაცემებით, 73 თანამშრომელია დასაქმებული. უწყებაში განმარტავენ, რომ „გამჭვირვალობის“ მიერ ანგარიშში დასახელებულ რაოდენობაში შედიან სახელმწიფო დაწესებულებების ცხელი ხაზის და საზოგადოებრივი მისაღების თანამშრომლებიც, რომლებიც ყოველდღიურ და რიგ შემთხვევებში, 24 საათის განმავლობაში უწევენ მომსახურებას საქართველოს მოქალაქეებს.

„დღეის მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულია სულ 64 თანამშრომელი. დეპარტამენტი მოიცავს ორ სამმართველოს, მათ შორის ცხელ ხაზს.

1. მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო, სადაც დასაქმებულია - 12 პირი; 2. ღონისძიებათა დაგეგმვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო, სადაც დასაქმებულია - 52 პირი. აქედან, ცხელ ხაზს ემსახურება - 39 პირი, მოქალაქეთა მისაღებს - 6 პირი, საჯარო ინფორმაციის გაცემას უზრუნველყოფს - 3 პირი, ხოლო ღონისძიებების დაგეგმვის მიმართულებით დასაქმებულია - 3 პირი.

ამჟამად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარეობს სტრუქტურული რეორგანიზაცია,“-აცხადებენ სამინისტროში.