შელდონ ელენი - კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც 9 200 თანამშრომლის დაბადების დღის მისალოც ბარათს საკუთარი ხელით წერს

შელდონ ელენი 1985 წლიდან აშშ-ში არსებული ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის BELFOR Holdings-ის აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც კომპანიის დირექტორის მოვალეობას ათობით წლებია ერთგულად ასრულებს.

კომპანიაში სულ 9 200 ადამიანია დასაქმებული.

მას სხვა დირექტორებისგან ერთი განსხვავებული საქმიანობა გამოარჩევს, რომელსაც ის უკვე ათწლეულებია აკეთებს. შელდონ ელენი კომპანიაში დასაქმებულ თითოეულ თანამშრომელს დაბადების დღის მისალოც ტექსტებს პირადად საკუთარი ხელით უწერს და უგზავნის. აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე მას არცერთი თანამშრომლის დაბადების დღე არ გამორჩენია .

ამასთანევე, დაბადების დღეების გარდა ის თანამშრომლებს სხვა დღესასწაულებს, ქორწინების იუბილეებსა და თანამშრომლების შვილების გამოჯანმრთელებასაც ულოცავს.

როგორც თავად ელენი აცხადებს, დაბადების დღის მილოცვა მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს და თანამშრომლებიც მის მიმართ ყოველთვის დადებითად და პატივისცემით არიან განწყობილები.

ბექა ბერიაშვილი