ავეჯის წარმოების 70 წლიანი გამოცდილება აშშ-დან საქართველოში - Ashley HomeStore-ის ოფიციალური შოურუმი საქართველოში

რას ნიშნავს იყო ავეჯის ყველაზე დიდი მწარმოებელი მსოფლიოში? ეს ნიშნავს პასუხისმგებლობას მსოფლიოში ყველაზე მეტი ავეჯის მომხმარებლის წინაშე.

„ჩვენ ვიღწვით მომხმარებლის ერთგულებისა და ნდობის მოსაპოვებლად ყოველ დღე“ - ამბობს კომპანია Ashley HomeStore-ის პრეზიდენტი ტოდ ვანეკი.

Ashley HomeStore-ს 1,000-ზე მეტი ოფიციალური შოურუმი აქვს მსოფლიოს გარშემო, რომელიც სთავაზობს 124 ქვეყნის მომხმარებელს სხვადასხვა დიზაინის ავეჯსა და სახლის დეკორაციებს. არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი, ამიტომაც კომპანია ქმნის განსხვავებულ კოლექციებს ყველა გემოვნების მომხმარებლისთვის. Ashley HomeStore-ში შესაძლებელია იხილოთ როგორც ვინტაჟური, ასევე ინდუსტრიული სტილის მრავალფეროვანი არჩევანი. კლასიკისა და თანამედროვე დიზაინის კომბინაციები ქმნიან განსხვავებულ ელემენტებს, ხოლო ამერიკული კომფორტის ფლაგმანი რბილი ავეჯისა და მატრასების კოლექციაა.

„ჩვენი მიზანია ყოველთვის ვაწარმოოთ უკეთესი ავეჯი“ - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი რონ ვანეკი.

Ashley HomeStore-ის კოლექციები იწარმოება მასიური ხისა და საუკეთესო ხარისხის ხის ანათალისგან. ყველა პროდუქტი, რომელიც წარმოდგენილია ოფიციალურ შოურუმებში შემოწმებულია ლაბორატორიულად კონსტრუქციის სიმყარეზე, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულზე და ფლობს შესაბამის AFHA სერტიფიკატს. Ashley HomeStore-ს ფლობს 9 ავეჯის ქარხანას, რომლებიც აღჭურვილია უახლოესი ტექნოლოგიებით. დღეს Ashley HomeStore მსოფლიოში ავეჯის ყველაზე დიდი მწარმოებელია.

Ashley HomeStore Georgia გთავაზობთ 2,000 კვ.მ. შოურუმში საერთაშორისო გამოცდილებას და მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად ავეჯსა და დეკორაციებს. აქ ავეჯთან ერთად შეგიძლიათ შეარჩიოთ ყველაფერი, რაც საჭიროა სახლისთვის განათებიდან დაწყებული ხალიჩით დასრულებული. ამერიკული კომფორტის მისამართია თორნიკე ერისთავის #2.

(R)