შარდენზე წლის მთავარი ღვინის ფესტივალი - „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ მიმდინარეობს

შარდენზე წლის მთავარი ღვინის ფესტივალი - „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ მიმდინარეობს. მათთვის, ვისაც ქართული ღვინის უკეთ გაცნობა სურს, „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ -ზე დასწრება 12:00-დან 19:00 საათამდე შეუძლიათ.

ფესტივალში, რომელიც „პალიტრა მედიას“, მედიაპორტალი allwine.ge-სა და „მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით უკვე მესამედ იმართება, მონაწილეობის მიიღებენ როგორც დიდი კომპანიები, ასევე მცირე მარნები და სტარტაპები.

„სინოპტიკოსები შაბათს მზიან და თბილ ამინდს გვპირდებიან, ამიტომ თამამად შეგიძლიათ მოხვიდეთ და დააგემოვნოთ ღვინო ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ქართული ღვინის, ყველის, ჩირის, ასევე ქართული აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა. მრავალფეროვანი პროგრამის დახმარებით, ყველანაირი გემოვნების მქონე ადამიანი შეძლებს გართობას.

ფესტივალის სასცენო პროგრამა სამ ეტაპად დაიყოფა: დღის პირველ ნახევარში ფოლკლორული და ქალაქური სიმღერები შესრულდება ისეთი ჯგუფების მიერ, როგორიცაა: „თორდა“, „ადილეი“, „მარუა“, „რანინა“ და ცეკვის ანსამბლები. მესამე ნაწილში კი სცენას დაიკავებენ ისეთ ბენდები როგორიცაა: რეზო და ბავშვები და ელის ბენდი.

„თუკი წიგნის მოყვარული ბრძანდებით, გამომცემლობა „პალიტრა L“ გაძლევთ შანსს, რომ 13:00 საათზე, ამერიკელი მწერლის ელის ფეირინგის წიგნის - „ღვინის სიყვარულით, მოგზაურობა ღვინის სამშობლოში“ წარდგენას დაესწროთ.

თუ ფესტივალზე ოჯახთან ერთად მისვლას აპირებთ, ნამდვილად არ ინანებთ, რადგან იგეგმება გასართობი შოუები თეატრალური და ცეცხლოვანი შოუს, ოჩოფეხების, მიმების, ბენდების, ცეკვის ანსამბლებისა და ფოლკლორული ჯგუფების, ასევე დრამების შოუს მონაწილეობით“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

ფესტივალს ასევე დაესწრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი.