როგორ გამოიყურება სახლი თბილისში, რომელიც 8 მილიონ ლარზე მეტი ღირს (+ფოტო)

თბილისში, დიღომში იყიდება 2-სართულიანი სახლი, რომლის ღირებულებაც 2 969 500 აშშ დოლარია (8 819 700 ლარი).

როგორც ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეზოს საერთო ფართი - 2 000 კვადრატული მეტრი; სახლის საერთო ფართობი კი 800 კვადრატული მეტრია. განცხადების თანახმად, სახლი არის 10-ოთახიანი და 7 საძინებელ ოთახს მოიცავს.

„სახლი არის ვიტრაჟული, თანამედროვე რემონტით. აქტივის ინტერიერზე ქვეყნის წამყვანმა დიზაინერებმა იმუშავეს, მოიცავს 7 საძინებელს, ყველა მასტერბედრუმით. სახლს აქვს სავარჯიშო სატრენაჟორო, გასართობი დარბაზები, ვერანდები, ავტოფარეხი 3 ავტომობილზე, ეზოში საცურაო აუზი, დაცვის ოთახი და მომსახურე პორსონალისთვის განკუთვნილი სივრცე,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ნინი ქეთელაური