დონალდ ტრამპი - აშშ და ჩინეთი სავაჭრო საკითხებზე შეთანხმდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ორდღიანი მოლაპარაკებების შედეგად, აშშ და ჩინეთი სავაჭრო საკითხებში შეთანხმდნენ. ამასთან, ისინი მივიდნენ მოლაპარაკებების პირველი ეტაპის დასრულებამდე, რამაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო საკითხები უნდა დაარეგულიროს.

„ჩვენ მივედით ძალიან მნიშივნელოვან პირველ ეტაპამდე. მიღწეული შედეგები დაფიქსირდება ქაღალდზე. ამას ალბათ, სამი-ოთხი კვირა დასჭირდება. ჩვენ ჩილეში, დიდ სამიტზე შევხვდებით ერთამენთს და სავარაუდოდ, შეთანხმება იქ გაფორმდება“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა, რომელმაც მოლაპარაკების დეტალებიც გაახმაურა.

"ჩვენ შევთანხმდით ინტელექტუალურ საკუთრებაზე და ფინანსურ ოპერაციებზე. ეს არის კოლოსალური შეთანხმება ფერმერებისთვის. ჩინეთი ყოველწლიურად შეისყიდის ამერიკული სოფლის მეურნეობის პროდუქციას 40-45 მილიარდი დოლარის ოდენობით. ეს 3-ჯერ მეტია აქამდე ნაჩვენებ მაქსიმალურ მოცულობაზე. ისინი აქამდე 16-17 მილიარდის პროდუქციას ყიდულობდნენ. ბოლოს კი, საერთოდაც, 8 მილიარდის შეისყიდეს“ - განაცხადა პრეზიდენტმა და ხუმრობით ფერმერებს საკუთარი საწარმოების გააფართოვებისკენ მოუწოდა.

დონალდ ტრამპმა ხაზის გაუსვა „სტრუქტურული საკითხების მნიშვნელობას, რომელიც ორივე მხარემ გადაწყვიტა“.

„ჩვენ პირველ ეტაპზე ასევე მივაღწიეთ მნიშვნელოვან შეთანხმებას ტექნოლოგიების სფეროში. მეორე ეტაპზე კი, უკვე დოკუმენტალურად გაფორმდება ეს მიღწევა. ამ შეთანხმებით ბანკები და ფინანსური ორგანიზაციებიც კმაყოფილი იქნებიან“ - განაცხადა პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებისას სავალუტო თემებზეც ისაუბრეს. მან ისიც თქვა, რომ ამ შეთანხმებით ჩინეთიც გახარებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ვაშინგტონში გაიმართა.

კოკა კვირკველია