El Pais - ევროკავშირმა შტატები ტარიფების შემოღებით გამოწვეული დანაკარგის შესახებ გააფრთხილა

ევროკავშირმა შეერთებულ შტატებს გაუგზავნა წერილი, სადაც ვაშინგტონის მიერ ევროპიდან იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო ტარიფების შესაძლო დაწესებაზე, შეშფოთებას გამოხატავს. ამის შესახებ გამცემა El Pais იუწყება.

მისივე ინფორმაციით, ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში სესილია მაალსტრომმა შტატები იმ დანაკარგის შესახებ გააფრთხილა, რომელსაც კომპანიები და მსოფლიო ვაჭრობა მიიღებს, თუ ამერიკა ევროპიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფებს გაზრდის. მისი თქმით, ასეთი ნაბიჯი ორივე მხარეს შეუქმნის სამუშაო ადგილების პრობლემას. ამიტომ, მან მოუწოდა შტატებს, რომ ამ დელიკატურ ვითარებაში „სამრთლიანი გამოსავალი“ მოძებნოს.

წერილი ამერიკის სავაჭრო საკითხებში წარმომადგენლის რობერტ ლეიტჰაიზერის სახელზე გაიგზავნა, სადაც მაალსტრომი გამოხატავს წუხილს. როგორც წერილშია აღნიშული, „როგორც ჩანს, შტატებს ეს განზარახვა უკვე გადაწყვეტილი აქვს“. მაალსტრომმა, ხაზი გაუსვა, რომ ეს გაართულებს აღნიშნული პრობლემის მოლაპარაკებების გზით დარეგულირებას. მან ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონის ეს ნაბიჯი ევროკავშირს კონტრ-ზომების მიღებისკენ უბიძგებს.

სესილია მაალსტრომი შტატებს მოუწოდებს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე გამართოს მოლაპარაკებები, რათა ორივე მხარე მივიდეს სამართლიან შეთანხმებამდე. ის ახსენებს ვაშინგტონს, რომ ბრიუსელმა ჯერ კიდევ ივლისში გააზავნა კონკრეტული წინადადებები ვაშინგტონში, საავიაციო სექტორში სუბსიდიების შესახებ. თუცმა ამ დრომდე ვაშინგტონისგან კონკრეტული პასუხი არ მიუღია.

როგორც ცნობილია, 2 ოქტომბერს მსო-ს არბიტრაჟმა ამერიკის ხელისუფლებას ევროპიდან იმპორტირებულ 7,5 მილიარდი დოლარის პროდუქციაზე საბაჟო ტარიფების გაზრდის უფლება მისცა. ამის მიზეზია ის, რომ ევროკავშირმა არ შეასრულა მანამდე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც Airbus-ის სუბსიდირების საკითხს შეეხებოდა.

უკვე 8 ოქტომბერს ლეიტჰაიზერის აპარატმა იმ პროდუქციის და მომსახურების სია გაავრცელა, რომელიც ევროკავშირიდან ამერიკაში შედის და რომელზეც 18 ოქტომბრიდან ახალი საბჟო ტარიფები უნდა ამოქმედდეს.

აღნიშნულ სიაში მოხვდა: გერმანული, ბრიტანული, ფრანგული და ესპანური საფრენი აპარატები. მათზე საბაჟო ტარიფი გაიზრდება 10%-ის ოდენობით. ამასთან, 25%-მდე გაიზრდება ტარიფები კვების პროდუქტებსა და სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე.

კოკა კვირკველია