აშშ ჩნეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 15 ოქტომბრიდან დაგეგმილ საბაჟო ტარიფებს დროებით აღარ აამოქმედებს

აშშ ჩნეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 15 ოქტომბრიდან დაგეგმილ საბაჟო ტარიფებს დროებით აღარ აამოქმედებს. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა, რომელმაც ორდღიანი მოლაპარაკებების შედეგები შეაფასა.

„ჩინეთის ვიცე პრემიერმა სთხოვა, ამერიკის პრეზიდენტი კი დათანხმდა, რომ სანამ მოლაპრაკებების დოკუმენტური პროცესი მიმდინარეობს, ჩნეთიდან იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო ტარიფს 25%-დან 30%-მდე არ გავზრდით“ - განაცხადა მინისტრმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მიმართვისას. მან დაუდასტურა ჟურნალისტებს, რომ საუბარია ტარიფებზე, რომელიც15 ოქტომბრიდან უნდა ამოქმედებულიყო.

დონალდ ტრამპმა კი დააზუსტა, რომ კონკრეტულად ამ ტარიფების გაზრდაა გადავადებული, თორემ აქამდე დაწესებული ტრიფები ძალაში რჩება.

„რაც შეეხება 15 დეკემბერს ასამოქმედებელ ტარიფებს, პრეზიდენტს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. დიდი დროა იმისთვის, რომ გადაწყვეტილებაზე არ ვიჩქაროთ“ - განაცხადა სავაჭრო საკითხებში ამერიკის წარმომადგენელმა რობერტ ლეიტჰაიზაერმა.

როგორც სტივენ მნუჩინმა აღნიშნა, აშშ ასევე განიხილავს საკითხს, რომ ჩნეთი ამოიღოს სავალუტო მანიპულატორი ქვეყნების სიიდან.

როგორც ცნობილია, აშშ და ჩინეთი სავაჭრო მოლაპარაკების პროცესში მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადება როგორც ამერიკული, ისე ჩინური მხრიდანაც გაკეთდა.

კოკა კვირკველია