კახა კალაძე: "ყაზტრანსგაზში" ყაზახური მენეჯმენტი დაბრუნდება

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, "ყაზტრანსგაზში" ყაზახური მენეჯმენტი უახლოეს მომავალში დაბრუნდება.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყაზახურ მხარესთან სამუშაო შეხვედრა უკვე ჰქონდათ.

"კიდევ ერთხელ ავუხსენით ჩვენი პოზიცია და მიდგომა, რომ ჩვენ კომპანიას ვუბრუნებთ. ის პრობლემები, რომლებიც ფინანსურ მხარეს ეხებოდა, ფინანსთა სამინისტროსთან მოგვარებულია, როდესაც სამუშაო ჯგუფების მუშაობა დასრულდება, კომპანია გადაეცემა მართვაში", - განაცხადა კახა კალაძემ.