რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მაქსიმ ორეშკინის განცხადებით, მისი ქვეყანა ენერგო ექსპორტის ტრანზაქციებში ამერიკული დოლარის ალტერნატივად რუბლსა და ევროს განიხილავს, რათა შეამციროს ამერიკული დოლარის გავლენა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ვალუტა, ის სტაბილურია. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ გლობალურ ტრანზაქციებში?“ - განაცხადა ორეშკინმა Financial Times-თან ინტერვიუში.
„ჩვენ რაღაც დროის შემდეგ გვინდა გავყიდოთ გაზი და ნავთობი რუბლში. ახლა საუბარია არა იმაზე, ეს ასე უნდა მოხდეს თუ არა, არამედ იმაზე, რომ შეიქმნას ფართო ფინანსური ინფრასტრუქტურა ამისთვის. მითუმეტეს, თუ პირველ ეტაპზე დანაკარგები იქნება მინიმალური“ - განაცხადა მან.
მისივე თქმით, ენერგორესურსების რუბლში გაყიდვა ამავდროულად ხელს შეუწყობს რუსული კომპანიების პოპულარობას უცხოელ ინვესტორებში.
როგორც ცნობილია, რუსეთი ცდილობს დე-დოლარიზაციის პოლიტიკის გატარებას, რათა შეამციროს ამერიკული ვალუტის გავლენა მის ეკონომიკაზე.
შეგახენებთ, რომ დასავლურმა სანქციებმა, რომელიც ყირიმის ანექსიის გამო რუსეთს 2014 წელს დაუწესდა, მისი ეკონომიკა მნიშვნელოვნად აზარალა. ამის შემდეგ შატატებმა სანქციები 2016 წელს კიდევ უფრო გაზარდა, ამის მიზეზად კი ამერიკულ არჩევენებში რუსეთის ჩარევა და ბრიტანეთში ყოფილი ჯაშუშების მკვლელობის მცდელობა დაასახელა. ამასთან, აგვისტოში ამერიკამ აკრძალა ევრობონდების შესყიდვა უშუალოდ რუსეთისგან.
ორეშკინის განცხადებით, რუსეთის მიზანია ევროკავშირთან ორმხრივი ვაჭრობის განვითარება, თუმცა ეს მიუღწეველი ჩანს იმ ფონზე, როცა რუსეთისთვის ევროპის ბაზარზე შესვლა გართულებულია.