Mastercard-მა კრიპტოვალუტის Libra-ს პროექტი დატოვა

კომპანიამ Mastercard-მა ოფიციალურად გამოაცხადა ახალი კრიპტოვალუტის Libra-ს პროექტიდან გასვლის შესახებ, რომელიც კომპანია Facebook-ს ეკუთვნის. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი და Bloomberg იუწყებიან.

მანამდე პარასკევს კი პროექტის დატოვების შესახებ, EBay-მ და Stripe-მა, ხოლო გასული კვირის დასაწყისში PayPal-მა გამოაცხადეს. Ebay-ში აღნიშნული იმით განმარტეს, რომ საკუთარ პროექტზე მუშაობენ, Stripe-ში კი ჯერ დაფიქრება და პროექტთან მოგვიანებით შეერთება ამჯობინეს.

მანამდე კი The Wall Street Journal-მა დაწერა, რომ კომპანიები Visa Inc, Mastercard Inc და Facebook-ის სხვა ფინანსური პარტნიორები კრიპტოვალუტის პროექტში მონაწილეობაზე საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედავდნენ, იმ ფონზე როცა ამ კრიპტოვალუტის მიმართ კრიტიკული განცხადებები გაკეთდა ამერიკისა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებში.

როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, Libra Association-ის წევრებს დღეს უნდა გაემართათ ჟენევაში შეხვედრა და ხელი მოეწერათ დადგენილებისთვის. Facebook-მა კრიპტოვალუტა Libra ივნისში წარმოადგინა და განაცხადა, რომ ის ბლოკჩეინ სისტემაზე იმუშავებდა. კომპანიას მისი ჩაშვება 2020 წელს აქვს დაგეგმილი.

კოკა კვირკველია