„რუსეთთან ურთიერთობების გამყარება საუდის არაბეთსა და აშშ-ს შორის დიდი ხნის კავშირს ხელს არ შეუშლის.
ამასთან, რუსეთთან კავშირები ხელს შეუწყობს საუდის არაბეთს რეგიონში პრობლემების მოგვარებაში“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ადელ-ჯუბეირმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადა.
როგორც ცნობილია, დღეს ერ რიადში სახელმწიფო ვიზიტით ჩადის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ათზე მეტი მნიშვნელოვანი ხელშეკრულების გაფორმება, რომლის მოცულობაც 2 მილიარდ დოლარს აღემატება. საუბარია, თანამშრომლობაზე მაღალი ტექნოლოგიების, კოსმოსის, ლოჯისტიკის, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, ნავთობმრეწველობის, ნავთობქიმიისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ერთობლივი ბიზნეს ფორუმი, რომელშიც 300-ზე მეტი ბიზნესმენი მიიღებს მონაწილეობას. ფორუმში ასევე ჩაერთვებიან დედაქალაქების მერებიც.