15 ოქტომბერს, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ქართულ-ესტონური საგზაო-სამშენებლო ფორუმი გაიმართება

15 ოქტომბერს, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ქართულ-ესტონური საგზაო-სამშენებლო ფორუმი გაიმართება.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, მისასალმებელი სიტყვით აუდიტორიის წინაშე წარსდგებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე, ესტონეთის კონსული საქართველოში - იურგო ლო და ესტონეთის საგზაო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - იანარ ტუკი. ფორუმზე პრეზენტაციებს წარმოადგენენ საქართველოს და ესტონეთის საავტომობილო გზების დეპარტამენტების, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ესტონური და ქართული კერძო კომპანიების წარმომადგენლები.

„ფორუმის მიზანია, ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, საგზაო უსაფრთხოების, ინოვაციური ტექნოლოგიების, საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის რაციონალური მართვა/გაუმჯობესების, გზების მოვლა-შენახვის და სხვა აქტუალურ საკითხებზე. ესტონური დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ესტონეთის საგზაო დეპარტამენტი, ტალინის ტექნიკური უნივერსიტეტი და კერძო ესტონური კომპანიები,“-აცხადებენ ასოციაციაში.