ირანმა ბუნებრივი აირის ახალი მარაგი აღმოაჩინა

ირანმა ბუნებრივი აირის ახალი მარაგის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ოფიციალური თეირანის ცნობით, ბუნებრივი აირის ახალი საბადო 400 მილიონი ბარელი გაზის კონდენსატის წარმოების შესაძლებლობას იძლევა, რაც ჯამში 40 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა. ამასთან, ბუნებრივი აირის საბადო სპარსეთის ყურის სიახლოვეს, ირანის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში მდებარე ფარსის პროვინციაშია და დაახლოებით, 540 მილიარდ კუბურ მეტრ ფაზს მოიცავს.

„გეოფიზიკური კვლევითი ტექნიკების მეშვეობით ჩვენ გვაქვს პოტენციალი აქამდე გამოუყენებელი ნავთობისა და გაზის საბადოები ვიპოვოთ, რაც ცალსახად აისახება ირანის ეროვნულ სიმდიდრეზე“- განაცხადა ირანის ნავთობის ეროვნული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ რეზა დეგანმა პრესკონფერენციაზე.

ოფიციალური თეირანის განმარტებით, აღმოჩენა ირანისთვის ხელსაყერელ დროს გაკეთდა მაშინ, როდესაც ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების მძიმე ეკონომიკურ წნეხს განიცდიდა. რაც თავის მხრივ, ქვეყანას ბირთვული პროგრამის განხორციელებაზე უარის თქმას აიძულებს.

„ამერიკას არ შეუძლია ირანის სანვთობის წარმოება შეაჩეროს. სანქციები ვერ შეაჩერებს ირანის ნავთობის ინდუსტრიას. ჩვენ აქტიურები ვართ, ჩვენ ცოცხლები ვართ“,- განაცხადა ირანის ნავთობის მინისტრმა ბიჯან ნამდარ ზანგანამ.

მოამზადა სალომე აბულაშვილმა

„კრწანისი-პურის“ დირექტორი - „ყაზტრანსგაზი“ პურის მრეწველებისთვის გაზის საფასურს არ ზრდის
თბილისში გაზი ძვირდება - რა ტარიფის გადახდა მოუწევთ კომერციულ ობიექტებს
ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი რეგიონებშიც შემცირდა