ერ-რიადი მზადაა  Saudi Aramco-ს აქციების 3% გაყიდოს

საუდის არაბეთის ხელისუფლება ემზადება ეროვნული ნავთობ-კომპანიის Saudi Aramco-ს აქციების 3% გასაყიდად ადგილობრივ ბირჟაზე გაიტანოს.

როგორც Financial Times-ი წყაროზე დაყრდნობით წერს , „ეს დიდი ალბათობით ნოემბერში მოხდება“.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ დროისთვის ერ-რიადისთვის პრიორიტეტულია IPO (აქციების პირველადი გათავსება) უშუალოდ საუდის არაბეთის საფონდო ბირჟაზე. ხოლო რომელიმე სხვა საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე კომპანიის ლისტინგი მოგვიანებით მოხდება.

მანამდე სააგენტო Reuters-ი ასევე საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ Saudi Aramco-ს IPO დაიწყებოდა 2019 წელს 1%-ის აქციების განთავსებით და 2020 წელს კიდევ 1%-ის გაყიდვით რომელიმე საერთაშორისო ბირჟაზე.

მანამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კომპანია ჯამში 5%-ის გაყიდვას გეგმავდა. თავად Saudi Aramco 2 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული.

კოკა კვირკველია